ტოტენჰემი ლივერპულის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტოტენჰემი ენდი რობერტსონის ტრანსფერზე მუშაობს.
მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, მოგეხსენებათ, შოტლანდიელ ფეხბურთელს მერსესაიდელებთან კონტრაქტი 6 თვეში ეწურება.
ლონდონელების გეგმაა ფეხბურთელის ზაფხულში უფასოდ დამატება.
რობერტსონი ლივერპულის ღირსებას 2017 წლიდან მოყოლებული იცავს, მან გუნდის შემადგენლობაში 363 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 68 საგოლე გადაცემაც მიითვალა.



