ტოტენჰემი შალკეს თავდამსხმელით ინტერესდება

"ტოტენჰემი" "შალკეს" თავდამსხმელ მეტიუ ჰოპეთი ინტერესდება, იტყობინება 90min.
გავრცელებული ინფორმაციით, "დეზები" მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე გეგმავენ 20 წლის ამერიკელის შეძენას.
როგორც აღინიშნება, ფეხბურთელით "ნიუკასლი", "ვულვერჰემპტონი" და "საუთჰემპტონიც" ინტერესდებიან, "შალკე" კი მზად არის იგი 4 მილიონ ფუნტად გაუშვას.
2020/21 წლების სეზონში ჰოპემ "შალკეს" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.