ტოტენჰემი ვესტ ბრომვიჩის მეკარის შეძენასთან ახლოსაა

"ტოტენჰემი" "ვესტ ბრომვიჩის" გოლკიპერ სემ ჯონსტონით ინტერესდება, წერს ESPN.
გავრცელებული ინფორმაციით, "დეზები" 28 წლის ინგლისელში უგო ლორისის შემცვლელს ხედავენ.
როგორც აღინიშნება, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
2020/21 წლების სეზონში ჯონსტონმა "ვესტ ბრომვიჩის" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და 57 გოლი გაუშვა, საკუთარი კარი კი მშრალად 5-ჯერ შეინახა.