ავტორიზაცია

ტოტენჰემის პოზიცია ურყევია: ჰარი კეინი ინგლისურ კლუბში არ გაიყიდება

ტოტენჰემის პოზიცია ურყევია: ჰარი კეინი ინგლისურ კლუბში არ გაიყიდება
თარიღი 31 მაი 2023, 23:24
„ტოტენჰემი“ ჰარი კეინს სხვა ინგლისურ კლუბში არ გაუშვებს.

Evening Standard-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში შეთავაზების გაკეთებას აპირებს, თუმცა „ტოტენჰემი“ მასზე უარს იტყვის განურჩევლად შემოთავაზებისა. პრეზიდენტ დანიელ ლევის პრემიერ ლიგის გუნდში საკუთარი ლიდერის გაშვება კატეგორიულად არ სურს.

„დეზების“ პრიორიტეტი კეინის შენარჩუნებაა, მაგრამ კლუბი მზადაა უცხოური კლუბების შემოთავაზება მოისმინოს. ბოლო დროს გახშირდა საუბრები, რომ 29 წლის ინგლისელით მადრიდის „რეალი“ დაინტერესდება იმ შემთხვევაში, თუ კლუბს კარიმ ბენზემა მართლაც დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ კეინს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და წელს თუ არ გაიყიდა, გაისად მას გუნდის დატოვება უფასოდ შეეძლება.