ტოტენჰემის პრეზიდენტმა ბაიერნის დედლაინი დააიგნორა და დასასვენებლად მაიამიში გაფრინდა

„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ, „ბაიერნის“ ჰარი კეინის თაობაზე დაწესებული დედლაინი დააიგნორა.
გუშინ მიუნხენურმა კლუბმა ინგლისელი ფეხბურთელის თაობაზე „ტოტენჰემს“ საბოლოო შეთავაზებით მიმართა, რომელიც 100 მილიონ ევროს აღემატება. გარდა ამისა, „ბაიერნმა“ ინგლისელებს დედლაინი პარასკევის შუაღამდე დაუწესა.
თუმცა, Bild-ის ინფორმაციით, „დეზების“ პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ, ეს დედლაინი სრულიად დააიგნორა და შვებულებაში მაიამიში, ოჯახთან ერთად გაფრინდა.
წყარო ხაზს უსვამს, რომ ამ გზით ლევის „ბაიერნისგან“ შეთავაზების კიდევ უფრო გაუმჯობესება და მაქსიმალურად კარგი პირობების მიღება სურს.