ტოვენი ზაფხულში შესაძლოა მარსელიდან მექსიკის ჩემპიონატში გადაბარგდეს

"მარსელის" თავდამსხმელმა, ფლორიან ტოვენმა კარიერა შეიძლება მექსიკის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფრანგმა შესაძლოა "ტიგრესთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
როგორც აღინიშნება, მექსიკური კლუბი ფეხბურთელს წლიურად 5 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობს.
2020/21 წლების სეზონში ტოვენმა "მარსელის" მაისურით 42 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ფლორიანს ფრანგულ კლუბთან 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.