ავტორიზაცია

ტრაგედია სერბეთში — შეხვედრის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა

ტრაგედია სერბეთში — შეხვედრის მიმდინარეობისას მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა
თარიღი 04 Nov 2025, 12:36
რამდენიმე საათის წინ სერბეთის ჩემპიონატში დიდი ტრაგედია მოხდა. სუპერ ლიგის მე-14 ტურში მლადოსტმა რადნიჩკი 1923-ს უმასპინძლა, შეხვედრის მიმდინარეობისას კი სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მსაჯების გადაწყვეტილებით მატჩი მაინც გაგრძელდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ექიმებმა მლადენ ჟიჟოვიჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს და 44 წლის სპეციალისტი კლინიკაში ტრაგიკულად გარდაიცვალა. ახალგაზრდა მწვრთნელის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

გთავაზობთ კადრებს, სადაც ფეხბურთელებისა და მოედანზე მყოფი ადამიანების რეაქციები ჩანს, როდესაც შეიტყვეს, რომ რადნიჩკი 1923-ის მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა.

გთავაზობთ კადრებს, სადაც ფეხბურთელებისა და მოედანზე მყოფი ადამიანების რეაქციები ჩანს, როდესაც შეიტყვეს, რომ რადნიჩკი 1923-ის მთავარი მწვრთნელი გარდაიცვალა.