ავტორიზაცია

ტრანსფერი დაიხურა — ანსუ ფატი მონაკოს ფეხბურთელია

ტრანსფერი დაიხურა — ანსუ ფატი მონაკოს ფეხბურთელია
თარიღი 01 Jul 2025, 16:49
ოფიციალურად — ანსუ ფატი კარიერას იჯარის წესით მონაკოში გააგრძელებს.

მონაკომ ანსუ ფატის იჯარით დამატების სანაცვლოდ ბარსელონას 11 მილიონი ევრო გადაუხადა, გამოსყიდვის უფლებით.

ანსუ ფრანგულ კლუბში, 31-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ესპანელი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია, მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2020 წელს შედგა. ამის შემდეგ ანსუმ გუნდის შემადგენლობაში 123 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.