ავტორიზაცია

ტრანსფერი დაიხურა — ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგაში ბრუნდება

ტრანსფერი დაიხურა — ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგაში ბრუნდება
თარიღი 11 Jul 2025, 16:34
შეთანხმება შედგა — ჯორდან ჰენდერსონი კარიერას ბრენტფორდში გააგრძელებს! ვეტერანმა ინგლისელმა ნახევარმცველმა ინგლისურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მას შემდეგ რაც "აიაქსთან" ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

35 წლის ჰენდერსონს პრემიერ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. კარიერის დასაწყისში, 2006-2011 წლებში, სანდერლენდში ასპარეზობდა, ხოლო 2011-2023 წლებში ლივერპულის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანიც იყო, სადაც მრავალი ტიტულიც მოიპოვა.

ჰენდერსონმა "აიაქსის" მაისურით 57 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯორდან ჰენდერსონმა აიაქსის მაისურით ჯამში 57 მატჩის ჩატარება მოასწრო, რა დროშიც 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.