ტრავმების ეპიდემია პსჟ-ში — ენრიკეს გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის ჩემპიონ გუნდში, პსჟ-ში ტრავმების ეპიდემია გრძელდება — ენრიკეს გუნდს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.
ატალანტასთან მატჩში ტრავმა ჟოაო ნევეშმა მიიღო, რომელიც გუნდს ხვალინდელ მატჩში მარსელის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება და ჯერჯერობით უცნობია მისი დაბრუნების თარიღიც.
შეგახსენებთ, რომ პარიზული გრანდისთვის ახალი სეზონი მძიმე დაიწყო და ტრავმების გამო რამდენიმე მატჩია გუნდს დეზირე დუე, უსმან დემბელე და ლუკას ბერალდო ვერ ეხმარებიან, რასაც ჟოაო ნევეშიც შეემატა.