ტრავმირებული ედერ მილიტაოს შემცვლელად რეალი ყოფილ ფეხბურთელს განიხილავს
ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში ოსასუნას წინააღმდეგ მადრიდის რეალის ცენტრალურმა მცველმა, ედერ მილიტაომ მძიმე ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი დასრულდა.
გუნდში გავრცელებული ტრავმების ფონზე, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა სერხიო რამოსის დამატებას განიხილავს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ დროს შეუძლია რეალს შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ესპანელს რეალში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს — სერხიო რამოსი სამეფო კლუბის ღირსებას 2005-21 წლებში იცავდა და 671 მატჩში 101 გოლთან ერთად 40 საგოლე გადაცემა გაიფორმა.