ტრავმის გამო ლონდონის არსენალმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ მატჩში, არსენალის შემტევმა, ნონი მადუეკემ ტრავმა მიიღო და მოედანი ადრე დატოვა.
23 წლის ინგლისელ ფეხბურთელს დეტალური გამოკვლევები ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადგინდა — მადუეკეს რეაბილიტაციის პროცესი 2 თვე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში არსენალმა 5 ტურში 10 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩება.