ტრავმის სიმძიმე დადგენილია — ცნობილია როდის დაბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ნიუკასლის წინააღმდეგ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელია კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.
ფრანგული მედიის ცნობით, 24 წლის ქართველ შემტევს დეტალური გამოკვლევები ჩაუტარდა და მძიმე ტრავმა გამოირიცხა — ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე დაახლოებით 2 კვირაში დაბრუნდება.
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენმა ლიგის ფაზა მე-11 ადგილზე დაასრულა და 1/8 ფინალში მოსახვედრად პლეი-აუთში მოუწევს ასპარეზობა. ლუის ენრიკეს გუნდმა 4 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

