ავტორიზაცია

ტრავმის სიმძიმე დადგინდა — როდის დაბრუნდება კილიან მბაპე?

ტრავმის სიმძიმე დადგინდა — როდის დაბრუნდება კილიან მბაპე?
თარიღი 22 Apr 2025, 17:18
მადრიდის რეალის შემტევმა, კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ტრავმა მიიღო და გუნდს ვერ ეხმარება.

26 წლის ფრანგ ფორვარდს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადგინდა — დიდი ალბათობით, მბაპე მოედანზე კოპა დელ რეის ფინალში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ესპანეთის თასის ფინალი 26 აპრილს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება და თასისთვის ერთმანეთს რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან.