ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს

ოფიციალურად — ლივერპული ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს დაემშვიდობა.
ყოველდღიურად ვგრძნობდი მხარდაჭერასა და სიყვარულს. მიყვარს აქ გატარებული ყოველი წუთი და იმედი მაქვს, რომ ფანებიც ასე ფიქრობენ. მინდა იცოდნენ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ლივერპულისთვის.
ეს უდავოდ ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია," - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
ფეხბურთელმა ამის შესახებ კლუბს, პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ აცნობა და მისი წასვლა დაუდასტურა.
რეალ მადრიდი, ინგლისელ ფეხბურთელისთან მინიმუმ 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
"20 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ყველაფერს ვაკეთებდი ამ კლუბისთვის და ახლა იმ წერტილამდე მივედი, სადაც ვგრძნობ, რომ ახალი ცვლილება და გამოწვევა მჭირდება, როგორც მოთამაშისთვის და როგორც ადამიანისთვის. ვფიქრობ, ახლა ამ ნაბიჯის გადასადგმელად შესაფერისი დროა.
ყოველდღიურად ვგრძნობდი მხარდაჭერასა და სიყვარულს. მიყვარს აქ გატარებული ყოველი წუთი და იმედი მაქვს, რომ ფანებიც ასე ფიქრობენ. მინდა იცოდნენ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე ლივერპულისთვის.
ეს უდავოდ ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია," - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.
ტრენტი მერსესაიდელთა ღირსებას ახალგაზრდული გუნდიდან მოყოლებული იცავდა, მან ამ დროის განმავლობაში 371 მატჩში, 27 გოლი გაიტანა და 96 საგოლე გადაცემა შეასრულა, ასევე ინგლისელმა ფეხბურთლემა "წითლებთან" ერთად არაერთი დიდი ტიტულის მოგება შეძლო.