ავტორიზაცია

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს
თარიღი 15 Nov 2024, 17:07
ლივერპულს მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შენარჩუნება სურს და მზად არის ინგლისელს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს.

26 წლის ფეხბურთელს კი კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ახალ ხელშეკრულებაზე უარს ამბობს — ტრენტი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეალი აქტიურად აწარმოებს ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს და მზად არის იანვარში წინასწარი კონტრაქტი გაუფორმოს.