ავტორიზაცია

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რეალში — ტრანსფერის დეტალები ცნობილია

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რეალში — ტრანსფერის დეტალები ცნობილია
თარიღი 05 May 2025, 21:00
ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი პრემიერ ლიგას ტოვებს და კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს.

26 წლის ინგლისელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლივერპულიდან წავა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. სამეფო კლუბი კი მას ზაფხულში წარადგენს.

ესპანური მედიის ცნობით, ტრენტი რეალისგან სატრანსფერო ბონუსის სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს და ახალ კლუბთან 4 ან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.