ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი რეალ მადრიდს უახლოვდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის რეალ მადრიდში ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
"ლოს ბკლანკოსმა" ინგლისელ ფეხბურთელს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუგზავნა. მხარეები კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს აწამოებენ და შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ტრენტი ესპანურ გრანდში ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. talkSPORT-ის ცნობით, მისი ხელფასი £220 ათასი იქნება.
ალექსანდრ-არნოლდი ლივერპულის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 349 მატჩი, 22 გოლი და 87 ასისტია. ტრენტმა მშობლიურ კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო.