ავტორიზაცია

ტროსარი ისტორიაში მხოლოდ მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ოთხ საშინაო მატჩში გოლი გაიტანა

ტროსარი ისტორიაში მხოლოდ მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ოთხ საშინაო მატჩში გოლი გაიტანა
თარიღი 10 აპრ 2024, 11:48
"არსენალის" გარემარბმა ლეანდრო ტროსარმა ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩებში გოლების სერია გააგრძელა. 

29 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩში "ბაიერნთან" 66-ე წუთზე სათადარიგო სკამიდან შევიდა მოედანზე და ათი წუთში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:2). 

Opta-ს ცნობით, ტროსარი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მხოლოდ მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ოთხ საშინაო მატჩში გოლი გაიტანა. 

აქამდე იგივე მხოლოდ ალესანდრო დელ პიერომ, ფრედერიკ კანუტემ და ოსკარმა შეძლეს.