ავტორიზაცია

წაგება 2008 წელსაც კი - საიდან იღებს რონალდუსა და ალ ჰილალის ისტორია სათავეს?

წაგება 2008 წელსაც კი - საიდან იღებს რონალდუსა და ალ ჰილალის ისტორია სათავეს?
თარიღი 19 Aug 2024, 12:13
კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრი საუდის არაბეთის სუპერ თასის ფინალში ალ ჰილალთან 1-4 განადგურდა.

პორტუგალიელ ლეგენდას არაბულ კლუბში გადასვლის შემდეგ საშინაო ტიტული ჯერ კიდევ არ მოუგია და ალ ჰილალთან არაერთხელ დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუს ამ გუნდთან ახალგაზრდობაშიც წაუგია. 2008 წლის იანვარში, არაბი ფეხბურთელის, სამი ალ-ჯაბერის პატივსაცემად (რომელიც კარიერას ასრულებდა), მანჩესტერ იუნაიტედი ახლო აღმოსავლეთში გაეგმზავრა. აღნიშნულ მატჩში კრიშტიანუმ კარგად ითამაშა, მაგრამ ალ ჰილალმა 3-2 მოიგო.

სწორედ ამ შეხვედრაში ნაჩვენებ პერფორმანსზე შეიქმნა ცნობილი ვიდეო: "დღე, როცა რონალდუმ საფეხბურთო მატჩი ცირკად აქცია".



ფაქტია, რომ ალ ჰილალი რონალდუსთვის უხერხული მეტოქეა და პორტუგალიელის დამარცხებას განაგრძობს. კრიშტიანუს "მსოფლიოს ბოსებთან" 6 ოფიციალურ მატჩში 5 წაგება და 1 ფრე აქვს - მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 1 ასისტია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ ტურნირზე, არაბული კლუბების ჩემპიონთა თასზე რონალდუმ ალ ჰილალს ფინალში დუბლი შეუსრულა (გამარჯვების გოლი კი დამატებით დროში გაიტანა) და ალ ნასრს მოაგებინა.