ავტორიზაცია

წარმოუდგენელი სტატისტიკა — ერლინგ ჰოლანდმა პელეს რეკორდი მოხსნა

წარმოუდგენელი სტატისტიკა — ერლინგ ჰოლანდმა პელეს რეკორდი მოხსნა
თარიღი 13 Oct 2025, 12:01
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ერლინგ ჰოლანდმა ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა და პელეს რეკორდი მოხსნა.

25 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა 50 სანაკრებო გოლი გატანა 46 მატჩში მოახერხა, იგივე შედეგისთვის კი, ლეგენდარულ პელეს 49 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 50 გოლის გასატანად 107 მატჩი დასჭირდა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის მაისურით 50 გოლი 114 მატჩში გაიტანა.