ავტორიზაცია

წარმოუდგენელი ციფრები — ლიონელ მესის მორიგი დიდი მიღწევა

წარმოუდგენელი ციფრები — ლიონელ მესის მორიგი დიდი მიღწევა
თარიღი 24 Nov 2025, 16:08
MLS-ის თასის მეოთხეფინალში ინტერ მაიამი ცინცინატს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, 4:0 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი იყო, რომელმაც გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მესიმ თავის კარიერაში 1300 გოლს + ასისტის ნიშნულს მიაღწია.

არგენტინელი ლეგენდის ანგარიშზე 896 გოლი და 404 საგოლე გადაცემაა და ეს ყველაფერი მან 1135 მატჩში გააკეთა. მესის ბარსელონას შემადგენლობაში 672 გოლი და 269 საგოლე გადაცემა აქვს, პსჟ-ს შემადგენლობაში 32+34, ინტერ მაიამიში 78+39, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 114+62.