ავტორიზაცია

"წინ კიდევ სამი მატჩია და 9 ქულის მოპოვების შანსი გვაქვს" — ჰანსი ფლიკი

"წინ კიდევ სამი მატჩია და 9 ქულის მოპოვების შანსი გვაქვს" — ჰანსი ფლიკი
თარიღი 26 Nov 2025, 12:01
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, კატალონიის ბარსელონა ლონდონის ჩელსის ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 3-0 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მარცხის მიზეზები განმარტა.

"შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველი გოლის გატანის კარგი შანსიც გვქონდა. ჩელსი ტოპ დონის კლუბია და სტუმრად მისი დამარცხება, თანაც 10 კაცით ძალიან რთულია."

"მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და დაცვაშიც გუნდი კარგად იცავდა თავს, თუმცა, მატჩის მიწურულს ბევრი შეცდომა დავუშვით. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, დეტალურად კი მოგვიანებით გავარჩევთ."

"ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესო 24 გუნდში მოხვედრა და პლეი-ოფში გასვლაა. წინ კიდევ სამი მატჩია და 9 ქულის მოპოვების შანსი გვაქვს. პოზიტიურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს სამივე მატჩის მოსაგებად"
— ჰანსი ფლიკი.

5 მატჩის შემდეგ, ბარსელონას 7 ქულა აქვს და მე-15 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ჰანსი ფლიკის გუნდი საკუთარ კედლებში აინტრახტს უმასპინძლებს.