"წითელი ბარათი იყო, რადგან მცველს ბურთთან შეხების შანსიც კი არ ჰქონია" — ვილიარეალის მწვრთნელი

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის პირველ ტურში, გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ტოტენჰემს ესტუმრა და 1-0 დამარცხდა.
მატჩის მიწურულს, 24 წლის ქართველი შემტევი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა, მეტოქემ წესები დაარღვია და მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ აღნიშნულ ეპიზოდზე ისაუბრა: "ამ ეპიზოდში ჩვენი ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ იყო და მოხდა წესების დარღვევა, რაც ვფიქრობ, წითელი ბარათია. მცველს ბურთთან შეხების შანსიც კი არ ჰქონია და პირდაპირ ჯარიმის აღებაზე წავიდა."