"ცხოვრების ბოლომდე რეალის გულშემატკივარი ვიქნები" | კარლო ანჩელოტი

იტალიელმა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ რეალ მადრიდზე ისაუბრა.
"ცხოვრების ბოლომდე რეალის გულშემატკივარი ვიქნები. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რეალს 6 წელი გავწვრნიდი, მე მადლობელი ვარ ამ კლუბით. მე ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნას 26 მაისიდან ვაპირებ, ცხოვრებაში ოდესღაც ყველაფერი სრულდება, მე ვისიამოვნე აქ გატარებული დროით."
"ჩაბი ალონსოს ჩემგან არანაირი რჩევა არ სჭირდება, ის გენიალური მწვრთნელია, მას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ საუკეთესო გახდეს," - კარლო ანჩელოტი.
იტალიელი სპეციალისტი რეალ მადრიდს ჯამში 6 წელი წვრთნიდა, მან ამ დროის განმავლობაში კლუბთან ერთად არაერთი დიდი ტიტულის მოგება შეძლო.