"წნეხი და კრიტიკა პრობლემა არ არის" - ვინისიუსი

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ვინისიუს ჟუნიორმა რეალ მადრიდზე ისაუბრა:
"რეალ მადრიდი ჩემი ცხოვრების კლუბია! იმედი მაქვს აქ კიდევ დიდხანს დავრჩები.
მიყვარს რეალი, მე ამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ. წნეხი და კრიტიკა პრობლემა არ არის. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, ისევე როგორც ახალი მწვრთნელით და ფეხბურთელებით," - ვინისიუს ჯუნიორი.
ვინისიუსი "ბლანკოსის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან გუნდის შემადგენლობაში 319 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 106 გოლი და გააკეთა 83 საგოლე გადაცემა.