ცნობილი გახდა, როდის დაუბრუნდება დე იონგი მოედანს

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
ნიდერლანდელი ნახევარმცველი ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში "ოსასუნასთან" (3:0) ტრავმის გამო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველი ლა ლიგის 29-ე ტურში "ჟირონასთან" მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.