ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, როდის შეძლებს მესი მოედანზე დაბრუნებას

ცნობილი გახდა, როდის შეძლებს მესი მოედანზე დაბრუნებას
თარიღი 02 ოქტ 2023, 11:36
ცნობილი გახდა, როდის შეძლებს "ინტერ მაიამის" თავდამსხმელი ლიონელ მესი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას.

ჟურნალისტ გასტონ ედულეს თქმით, მესი 5 ოქტომბერს "ჩიკაგო ფაირის" წინააღმდეგ ნამდვილად არ ითამაშებს. 

არგენტინელი მოედანზე, სავარაუდოდ, 8 ოქტომბერს, "ცინცინატის" წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება.

მესიმ ტრავმის გამო "ინტერ მაიამის" ბოლო სამი თამაში გამოტოვა, მათ შორის აშშ-ის ღია თასის ფინალი, რომელიც "ჰიუსტონ დინამოსთან" წააგეს (1:2).