ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, სურს თუ არა მოდრიჩს მადრიდის რეალში დარჩენაჭორაობა

ცნობილი გახდა, სურს თუ არა მოდრიჩს მადრიდის რეალში დარჩენაჭორაობა
თარიღი 22 აპრ 2024, 17:00
ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ზაფხულში მადრიდის "რეალის" დატოვება არ სურს. 

როგორც Diario AS-მა შეიტყო, 38 წლის ფეხბურთელი მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, "ბლანკოსში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენას აპირებს. 

მიმდინარე სეზონში მოდრიჩი ყველა ტურნირზე 38 მატჩში გამართა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. 

მოდრიჩს მადრიდის რეალთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ეწურება.