ცნობილია როდის დაიწყება სექტემბრის სანაკრებო მატჩების ბილეთების გაყიდვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს, ორივეს სახლში.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თურქეთთან მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, ხოლო ბულგარეთთან 7 აგვისტოს დღის 12 საათზე დაიწყება.
ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ biletebi.ge-ზე გაიყიდება და ფასი 20, 40, 70 და 100 ლარი იქნება, ხოლო ერთ მომხმარებელს მხოლოდ 3 ბილეთის შეძენის საშუალება ექნება.
საქართველოს ნაკრები თურქეთს 4 სექტემბერს, ბულგარეთს კი 3 დღის შემდეგ, 7 სექტემბერს უმასპინძლებს — აღნიშნული მატჩები დინამო არენაზე ჩატარდება.