ავტორიზაცია

ცნობილია სად უმასპინძლებს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას

ცნობილია სად უმასპინძლებს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხორვატიას
თარიღი 25 Oct 2024, 15:22

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ხორვატიის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩები 15 და 19 ნოემბერს გაიმართება. პირველ შეხვედრას, რამაზ სვანაძის გუნდი 15 ნოემბერს შინ ითამაშებს.

სულ რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ პირველ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: Nakrebi.ge