ცუდი ამბავი კვარაცხელიას ტრავმაზე - ქართველი გარემარბი იტალიის ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს?
"ნაპოლის" შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტრავმა შესაძლოა იმაზე სერიოზული იყოს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
წყაროს ცნობით, ქართველ გარემარბს შესაძლოა ლიგატები დაზიანებული ჰქონდეს. თუ დიაგნოზი დადასტურდა, მაშინ კვარაცხელიამ შესაძლოა იტალიის ჩემპიონატის სტარტი გამოტოვოს.
ნეაპოლიტანური გუნდი ახალ სეზონში პირველ მატჩს "ფროსინონესთან" გამართავს. შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართება.
22 წლის ქართველმა გასულ სეზონში სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.