ცუდი ინფორმაცია ბარსელონასთვის: ბილბაოსთან მატჩამდე 24 საათით ადრე კრისტენსენი დაშავდა
რამდენიმე სანდო წყაროს ცნობით, ანდრეას კრისტენსენმა ბილბაოსთან მატჩამდე ხვალინდელ გამართულ სავარჯიშო სესიაზე საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო.
როგორც ჟერარ რომერო იტყობინება, დანიელ ფეხბურთელს 2-3 თვე გაუცდება, რაც ბარსელონასთვის, რომელსაც უკვე რონალდ არაუხო დეკემბრამდე აკლია, ძალიან ცუდი ინფორმაციაა.
კრისტენსენი, სავარაუდოდ, სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. მანამდე, ის ლაზარეთში არაუხოს, ფრენკი დე იონგს, გავისა და ანსუ ფატის შეუერთდება.
ბარსელონა და ბილბაო ლა ლიგის მე-2 ტურში ერთმანეთს ხვალ, 21:00 საათზე, მონჟუიკზე დაუპირისპირდებიან.