ავტორიზაცია

ცვლილებები რეალში — სამეფო კლუბმა ტრანსფერზე სამი ფეხბურთელი დააყენა

ცვლილებები რეალში — სამეფო კლუბმა ტრანსფერზე სამი ფეხბურთელი დააყენა
თარიღი 02 Dec 2025, 15:06
ესპანური მედიის ცნობით, მოახლოებულ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე რეალის აქტიურობას აპირებს, განსაკუთრებით კი გაყიდვების კუთხით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ტრანსფერზე სამი ფეხბურთელი დააყენა — ფრან გარსია, დანი სებალიოსი და როდრიგო.

იანვარში რეალს 100%-ით დატოვებს ენდრიკი, რომელიც ლიონში მშრალი იჯარის წესით გადავა. მხარეებმა შეთანხმებას რამდენიმე კვირის წინ მიაღწიეს და გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ.