ავტორიზაცია

თუ დავალიანება არ დაფარეს, ქულები დააკლდებათ - ეროვნული ლიგის გუნდში კვლავ პრობლემებია

თუ დავალიანება არ დაფარეს, ქულები დააკლდებათ - ეროვნული ლიგის გუნდში კვლავ პრობლემებია
თარიღი 24 ივლ 2023, 23:14
ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებიდანვე, ქობულეთის "შუქურაში" ფინანსური პრობლემები იყო. კლუბს ფეხბურთელებზე წინა წლის დავალიანება ჰქონდა. ფინანსური პრობლემები გამო შეკრებაც ვერ გაიარეს.

ამის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში რამდენიმე სენსაცია შემოგვთავაზეს და სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი წარმოსახვითია, რადგან "შუქურაში" ფინანსური პრობლემები გრძელდება და თუ დავალიანებას დროულად არ დაფარავენ, სასჯელის სახით ქულები დააკლდებათ.

დავალიენების დაფარვის ბოლო ვადა 20 ივლისი უნდა ყოფილიყო. 20 ივლისს, "შუქურას" ფეხბურთელებმა ერთი თვის ხელფასები აიღეს. 

ფინანსური დავალიანების გამო, "შუქურა' ახალ ფეხბურთელებს ვერ არეგისტრირებს.