"თუ რუსეთთან ვითამაშებთ, ფეხბურთელებს კლუბებში დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ "- ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
ცნობილი ბოსნიელი მწვრთნელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი , რომელიც "ლილის", "პსჟ"-ს, ზაგრების "დინამოს", იაპონიის და მაროკოს ნაკრებებთან მწვრთნელი გახლდათ, ძალიან უკმაყოფილოა იმით, რომ ბოსნიისა ჰერცეგოვინის ეროვნულ ნაკრებმა შესაძლოა, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს.
"ბოსნია-ჰერცოგოვინას და რუსეთის ნაკრების მატჩის შესახებ ინფორმაცია არის ამპარტავნობა და ერთგვარი პროვოკაცია. მიმაჩნია, რომ ყველა მოთამაშემ უნდა გადაწყვიტოს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. თუ ეს მოხდება, ეს იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებისა და ფედერაციის დასასრული. ფეხბურთელებს კლუბებში დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ისინი დაგმობენ მათ ქმედებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური თამაშია, ფიფა და უეფა ალბათ სხვანაირად შეხედავენ ჩვენს ფეხბურთის ფედერაციას. დიახ, სწორედ ამ მატჩის ორგანიზების გამო ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ უკვე დაკარგა ფიფას და უეფას ნდობა! რადგან ეს პოლიტიკაა, ამას საჯაროდ არ იტყვიან. მაგრამ ჩვენს ფედერაციას ბევრი შედეგი მოჰყვება და ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.
ვინც ამ მატჩს მისცა ხმა, სასწრაფოდ უნდა გადადგეს. გულშემატკივრებმა, მომავალმა და ახლანდელმა მოთამაშეებმა, წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ამ თამაშს, რადგან ეს ჩვენი სირცხვილი იქნება. ვინ ითამაშებს საერთოდ, ზელკოვიჩი თუ დოდიკი? ეს პროვოკაციაა. საფრანგეთიდან რამდენიმე გავლენიანმა ადამიანმა უკვე დამირეკა და ვუთხარი, რომ არ მჯერა, რომ ეს მატჩი ჩატარდება“, - თქვა ჰალილჰოჯიჩმა.