ავტორიზაცია

ტურინის იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩი ტრანსფერზე დააყენა

ტურინის იუვენტუსმა დუშან ვლაჰოვიჩი ტრანსფერზე დააყენა
თარიღი 19 May 2025, 13:25
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დუშან ვლაჰოვიჩი ტურინის იუვენტუსს დატოვებს — ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, 25 წლის სერბი თავდამსხმელი ტურინული კლუბის გეგმებში არ შედის და ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს მას ტრანსფერზე დააყენებს.

შეგახსენეთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსის ღირსებას 2022 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში მან კლუბის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გაიფორმა.
TOP.GE