ტურინის იუვენტუსმა იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა

იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში ტურინის იუვენტუსი ლაციოს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.
აღნიშნული მარცხის შემდეგ, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობამ იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გადააყენა და მის შემცვლელს უახლოეს დღეებში წარადგენს.
ტურინის იუვენტუსმა მიმდინარე სეზონი მძიმე დაიწყო და ბოლო 8 თამაშიდან ვერცერთის მოგება ვერ შეძლო. ბიანკონერის სერია ა-ში 12 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

