ავტორიზაცია

ტურინის იუვენტუსმა ტრავმის გამო თავდამსხმელი რამდენიმე თვით დაკარგა

ტურინის იუვენტუსმა ტრავმის გამო თავდამსხმელი რამდენიმე თვით დაკარგა
თარიღი 02 Dec 2025, 11:22
იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში, ტურინის იუვენტუსის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, დუშან ვლაჰოვიჩმა ტრავმა მიიღო და მოედანი 31-ე წუთზე დატოვა.

იტალიური მედიის ცნობით, 25 წლის ფორვარდს დეტალური გამოკვლევები ჩაუტარდა და ტრავმის სიმძიმე დადგინდა — ვლაჰოვიჩი დაახლეობით 2-3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება გუნდს.

შეგახსენეთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა მიმდინარე სეზონში ბიანკონერის მაისურით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.