ტურის საუკეთესო ფეხბურთელი - ბუდუ ზივზივაძის აღიარება უნგრეთში
უიპეშტის ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ზივზივაძემ 22-ე ტურში ყოფილი გუნდის მეზოკოვეშდის წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა.
უნგრულმა გამოცემა nemzetisport-მა მისი თამაში 7 ქულით შეაფასა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ გამოარჩია.
"პირველი გოლი არ აღვნიშნე, მეზოკოვეშდი ჩემი ყოფილი გუნდია და მათ პატივი ვეცი. მეორე ბურთი კი საკმაოდ ლამაზი გამოვიდა და ემოციები ვერ შევიკავე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი მეზოკოვეშდის ქომაგებს.
უიპეშტში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მწვრთნელი მენდობა და მოედანზე სრულ თავისუფლებას მაძლევს. შესაძლოა, ესაა მიზეზი ჩემი კარგი შედეგიანობის," - განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ, რომელსაც უიპეშტში მხოლოდ 2 მატჩი და 3 გოლი აქვს.
ამ მოგების შემდეგ უიპეშტმა 24 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. ახლა ქართველების კლუბი მე-10 პოზიციაზეა.
ბუდუ ზივზივაძემ უიპეშტში იჯარით ფეჰერვარიდანაა სეზონის ბოლომდე.