ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა — არსენალმა და სიტიმ ქულები გაიყვეს

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელიც ლონდონში გაიმართა, არსენალმა და მანჩესტერ სიტიმ ქულები გაიყვეს.
შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა — მე-9 წუთზე თავი ჰოლანდმა გამოიჩინა და სიტი დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 94-ე წუთზე, მარტინელიმ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
არსენალი 1-1 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 ჰოლანდი (9'), 1-1 მარტინელი (90+4')
გოლები: 0-1 ჰოლანდი (9'), 1-1 მარტინელი (90+4')
5 მატჩის შემდეგ, არსენალს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მანჩესტერ სიტი 7 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში მეთოფეები ნიუკასლს ესტუმრებიან, ხოლო მანჩესტერელები ბარნლის უმასპინძლებენ.