თურქეთი-უელსი | მატჩისშემდგომი მიმოხილვა
დღეს ერთა ლიგის B ლიგის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ჯგუფის ლიდერი თურქეთი და მეორეადგილოსანი უელსი შეხვდნენ.
პირველ ტაიმში მასპინძლებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. უელსი მთელი ტაიმის განმავლობაში თავს იცავდა.
მეორე ნახევარში სურათი არ შეცვლილა. ვინჩენცო მონტელას გუნდი დომინირებდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა.
შეხვდერის ბოლო წუთზე თურქებს პენალტის შესრულებას შანსი მიეცათ, მაგრამ ქერემ აქთიურქოღლუმ ბურთი ძელს გაარტყა და მატჩი უგოლო დასრულდა.
ჯგუფს ისევ თურქეთი ლიდერობს - "წითლებს" 11 ქულა აქვთ, ხოლო უელსი 9 ქულით მეორე პოზიციაზეა.