ავტორიზაცია

თურქეთმა ავსტრიაზე რევანში აიღო და მეოთხედფინალში გავიდა

თურქეთმა ავსტრიაზე რევანში აიღო და მეოთხედფინალში გავიდა
თარიღი 03 ივლ 2024, 02:39
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთი ავსტრიას დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა.

რალფ რანგნიკის გუნდს თურქმა მცველმა მერიჰ დემირალმა დუბლი შეუსრულა. ამის შემდეგ მიხაელ გრეგორიჩმა 1 ბურთი გაქვითა, მაგრამ ავსტრიამ მეტი ვეღარ გაიტანა და წააგო. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს მერთ გიუნოკმა წარმოუდგენელი სეივი განახორციელა და თავის ქვეყანას გმირად მოევლინა.

საინტერესოა, რომ თურქეთი 4 თვის წინ, ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრიასთან 1-6 დამარცხდა. დღეს თურქებმა მათზე რევანში აიღეს და მომდევნო ეტაპზე არიან.

თურქეთი 6 ივლისს, 23:00 საათზე, მეოთხედფინალში ნიდერლანდებს შეხვდება.

მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

ესპანეთი 🆚 გერმანია

პორტუგალია 🆚 საფრანგეთი

ნიდერლანდები 🆚 თურქეთი

ინგლისი 🆚 შვეიცარია