"თურქეთთან მძიმე მატჩის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ და მზად ვართ" — ზურიკო დავითაშვილი.

ბულგარეთთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა მედიასტან კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ ერთმანეთში ვისაუბრეთ — თურქეთთან შეხვედრაში თავიდან ცოტა კონცეტრავია გვაკლდა, რითაც მეტოქემ ისარგებლა და გაგვიტანა. სწრაფი გოლი ფეხბურთის ნაწილია. როგორც ვთქვი, ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან იგივე აღარ განმეორდეს" — ზურიკო დავითაშვილი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი, სადაც საქართველო ბულგარეთს უმასპინძლებს ხვალ, დინამო არენაზე 17 საათზე დაიწყება.