ავტორიზაცია

"თურქი გულშემატკივრები? - ეს წნეხი კი არა, უფრო გამოწვევაა" - მექვაბიშვილი

"თურქი გულშემატკივრები? - ეს წნეხი კი არა, უფრო გამოწვევაა" - მექვაბიშვილი
თარიღი 13 Oct 2025, 18:38
ხვალ, 22:45 საათზე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა გააკეთა.

თურქეთთან წინა მატჩზე:

"ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ძალები აღვიდგინეთ და აქტიურად ვემზადებით, რომ ამ მნიშვნელოვან მატჩში წარმატებას მივაღწიოთ. თუ მსოფლიო ჩემპიოანტზე გასვლა გვინდა, ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

უბრალოდ უნდა ვიწამოთ, რომ ხვალინდელ მატჩში გამარჯვება შეგვიძლია და ერთობლივი ძალებით ყველაფერი შესაძლებელია.

თურქი გულშემატკივრები? - ეს წნეხი კი არა, უფრო გამოწვევაა. ვიცით, რომ თურქებს საოცარი გულშემატკივრობა აქვთ, თუმცა სტადიონზე ქართველი გულშემატკივარიც ბევრი იქნება,"
- განაცხადა მექვაბიშვილმა.