ავტორიზაცია

თურქული გუნდი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობს

თურქული გუნდი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 19 Dec 2024, 11:12
ლიონის ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე თურქული გუნდი მუშაობს — ინფორმაციას Sports Digitale ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლიონს გალათასარაი დაუკავშირდა და ორ ფეხბურთელზე ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის 24 წლის ქართველ თავდამსხმელზე.

როგორც ცნობილია, ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს და ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული. გუნდს ზაფხულამდე აქვს ვადა მდგომარეობის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე სანქციები ელოდება. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი შანსია ფრანგული კლუბი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვოს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძემ.