ავტორიზაცია

U19 | საქართველო 2:0 სლოვაკეთი

U19 | საქართველო 2:0 სლოვაკეთი
თარიღი 23 Mar 2025, 01:45
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მეორე ტურის მატჩში, მიხეილ მესხი 2-ზე სლოვაკეთი დაამარცხა.

ლაშა ფირცხალაშვილის გუნდმა, პირველ ტურში, პოლონეთთან განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტირება შეძლო და მეორე ტური 3 ქულით დაასრულა.

შეხვედრაში ანგარიში 67-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე 90-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

19-წლამდე ნაკრები, ბოლო ტურის მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დღეს პოლონეთს მოუგო და ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. საქართველო და პოლონეთი 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან.

Nakrebi.ge