U21 | ისტორია დაწერილია - საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველომ ფლეიოფის ორმატჩიან ფინალში ხორვატია დაამარცხა და 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
15 სექტემბერს რამაზ სვანაძის გუნდმა თბილისში 1-0 მოიგო, დღეს კი 2-3 წააგო და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც 7-6 ვიმარჯვეთ.
პირველ შეხვედრაში საქართველომ მარკო სოლდოს ავტოგოლით მოიგო, განმეორებით მატჩში კი ლუკა გაგნიძემ და ნოდარ ლომინაძემ გაიტანეს. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანების სერიას - ჩვენი მხრიდან პენალტები გიორგი კვერნაძემ, გიორგი აბუაშვილმა, ნოდარ ლომინაძემ, გიზი მამაგეიშვილმა, ლუკა ლაცაბიძემ, ნიკოლოზ უგრეხელიძემ და საბა ხვადაგიანმა შეაგდეს.
შედეგად, საქართველო 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ იასპარეზებს (აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ევროზე მონაწილეობა მასპინძლის რანგში მივიღეთ, ახლა კი საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად დავძლიეთ).