ავტორიზაცია

უარი 120 მილიონ ევროზე - მოდრიჩი რეალის დატოვებას არ აპირებს

უარი 120 მილიონ ევროზე - მოდრიჩი რეალის დატოვებას არ აპირებს
თარიღი 01 ივნ 2023, 15:43
ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალის" დატოვებას არ აპირებს.

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდრიჩმა მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების სურვილის შესახებ აცნობა.

ხორვატმა თითქოს მიიღო საუდის არაბეთიდან შეთავაზება, რომელიც 3 წელიწადში 120 მილიონი ევროს გამომუშავების საშუალებას მისცემდა.

Cadena SER-ის ჟურნალისტის ანტონიო რომეროს თქმით, მოდრიჩი მხოლოდ მადრიდის "რეალში" დარჩენითაა დაინტერესებული, რის შესახებაც მან არაერთხელ განუცხადა კლუბის ხელმძღვანელობას.