ავტორიზაცია

უარი ალ ჰილალს - ბრუნოს ევროპაში დარჩენა სურს

უარი ალ ჰილალს - ბრუნოს ევროპაში დარჩენა სურს
თარიღი 03 Jun 2025, 13:27
მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ალ ჰილალში გადასვლაზე უარი თქვა.

საუდის არაბეთის პრო ლიგის კლუბის მიერ შემოთავაზებული გიჟური კონტრაქტის მიუხედავად, ბრუნო ფერნანდეშს ევროპაში თამაშის გაგრძელება სურს.

"წითელი ეშმაკების" კაპიტანს, ევროპაში მაღალ დონეზე თამაში სურს, გადაწყვეტილება მიღებულია.

ბრუნო ოლდ ტრაფორდის ბინადრების ღირსებას 2020 წლიდან მოყოლებული იცავს, მან ამ დროის განმავლობაში 290 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც 98 გოლის გატანა და 86 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.